"განწყობა ნორმალური მაქვს, ველოდებოდი ამას... ნებისმიერ შემთხვევაში ინდიკატორია, რომ რეჟიმი ახალ ფაზაზე გადავიდა, როცა აქტივისტებს და დემონსტრანტებს კი არა, პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ, ჯამში, ამას მოჰყვება რეაგირება ცივილიზებული სამყაროსგან. სანქციების ალბათობა და მასშტაბები უფრო გაიზრდება... ამათაც ესმით მაგდენი, მაგრამ თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში და ახლა სხვა გამოსავალი არ აქვს. მოქალაქეებმა უნდა გააგრძელო წინააღმდეგობა - პირველ რიგში, რუსთაველზე ყოველ ღამე და საჯარო დემონსტრირება, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ხელები არ ჩამოგვიშვია" - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "მთავართან" საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის საქმის განხილვა უნდა გაიმართოს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან, სავარაუდოდ დააკავებენ.
ფოტო: Mo Se