"მე ხელახლა არჩევის ან პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვა არ მაქვს" | ერდოღანს კონსტიტუციის შეცვლა სურს

გამოქვეყნდა:

რეჯეფ თაიფ ერდოღანს კონსტიტუციის შეცვლა სურს და აცხადებს, რომ ხელახლა არჩევის ან პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვა არ აქვს. მისი თქმით, თურქეთი გადატრიალების დროს შექმნილი კონსტიტუციით, ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ მიაღწევს.

"მთელი კითხვა იმაშია, დადგება თუ არა სახალხო რესპუბლიკური პარტია ჩვენს გვერდით სამოქალაქო კონსტიტუციის შექმნის გზაზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვამბობთ, გავაერთიანოთ ძალისხმევა. ჩვენ ახალი კონსტიტუცია არა ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა. მე ხელახლა არჩევის ან პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვა არ მაქვს. ერდოღანი ვადამდელი არჩევნებთან დაკავშირებით სახალხო რესპუბლიკური პარტიის მოწოდებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ არ ვაპირებთ და ვერც ჩავაყენებთ თურქეთს ასეთ რთულ მდგომარეობაში, ამის საჭიროება არ არსებობს“. - განაცხადა ერდოღანმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი