პოლიცია და მანდატურები საქალაქო სასამართლოს დერეფანს მოქალაქეებს და მედიას ძალის გამოყენებით ატოვებინებენ

გამოქვეყნდა:

პოლიცია და მანდატურები საქალაქო სასამართლოს დერეფანს მოქალაქეებს და მედიას ძალის გამოყენებით ატოვებინებენ. სასამართლოში 15:00 საათზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერჯერობით სხდომა არ დაწყებულა. რადგან პოლიცია  მოქალაქეებს პროცესზე შესვლას უზღუდავს. 

 

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან, სავარაუდოდ დააკავებენ. 

ამავე თემაზე: 

საქალაქოში, სადაც ჯაფარიძის პროცესი უნდა ჩატარდეს, მედიის წარმომადგენლების ნაწილს არ უშვებენ | ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი