სან დიეგოს ერთ-ერთ უბანში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაახლოებით 15 სახლი და რამდენიმე მანქანა დაიწვა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ დასახლებაში მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, Cessna 550-ის თვითმფრინავი დაახლოებით დილის 3:45 საათზე ჩამოვარდა. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე. მათივე ინფორმაციით, გამოძიებას ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭო უხელმძღვანელებს.
ამ დროისთვის, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.