"კმაყოფილი ვარ ამ პასუხის" - მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე ისაუბრა.
"...დიპლომატიურად გასცა მან [რუბიომ] პასუხი [უილსონის კითხვას] და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის... ["ანტიამერიკული მთავრობა" ახსენეს] კითხვიდან გამომდინარე, თუმცა ესეც არის ხო, რა იგულისხმება ანტიამერიკულ ხელისუფლებაში, როგორ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი, და ამაზე ჰქონდა მინიშნება, რომ ეს ყველაფერი არის გასარკვევი...
...ჩვენ ნამდვილად მივეცით დრო არსებულ ახალ ადმინისტრაციას, ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო რეაქცია, მაგრამ, მთავარი რა არის: მთავარია ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მზადყოფნა... ჩვენ მზად ვართ. მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვიძახდით, რომ აუცილებელია გადატვირთვა..." - განაცხადა ყაველაშვილმა "TV იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის კონგრესში, ჯო უილსონის მიერ მარკო რუბიოსადმი დასმულ შეკითხვას: "თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის სახელით?"
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასე უპასუხა: "არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს"