რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის საზღვარზე "ბუფერული ზონა" შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"მე უკვე ვთქვი, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრის გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ამჟამად ამ პრობლემას წყვეტენ, აქტიურად ახშობენ მტრის საცეცხლე წერტილებს, სამუშაოები მიმდინარეობს," - განაცხადა პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.