"ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება, დემოკრატიაზე უხეში თავდასხმაა და კიდევ ერთი ნიშანია ავტორიტარული უკუსვლის" | ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯაფარიძის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

"მე, როგორც ALDE-ს პარტიის ვიცე პრეზიდენტი, ვუერთდები ALDE-სა და მთელი ლიბერალური ოჯახის მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება, დემოკრატიაზე უხეში თავდასხმაა და კიდევ ერთ შემაშფოთებელი ნიშანია საქართველოში ავტორიტარული უკუსვლის.

უკრაინას ესმის ქართველი ხალხის ბრძოლის - თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, სანამ ეს მომავალი რეალობა არ გახდება"

- ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი და ALDE-ს პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ევგენია კრავჩუკი X-ზე წერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი