"ვადასტურებთ, რომ 21 მაისს ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა" | ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი, დიპლომატი საიმონ ვანდერბრუკი ქვეყანაში არ შემოუშვეს. 

მათივე განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს.

წარმომადგენლობის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით "საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე". 

"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე," - წერია განცხადებაში [Ipn.ge]

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრი და პროგრამის ოფიცერი გაფართოების საკითხებში, დიპლომატი საიმონ ვანდერბრუკი ქვეყანაში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი