ოკუპანტებმა ოდესაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციას უფროსი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

მან მოსახლეობას საჰაერო განგაშის შემთხვევაში უსაფრთხო ადგილას გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

"დღევანდელი თავდასხმის დროს დაიღუპა პორტის ერთი თანამშრომელი. კიდევ 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაში. ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავენ", - თქვა კიპერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი