გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციელები ჩხრეკას იმ პირის საცხოვრებელ სახლში ატარებენ, რომელიც დღეს ადგილობრივ მცხოვრებს, რამინ აბულაძეს თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლით დაემუქრა.
“მთავარის” ინფორმაციით, პოლიციელებმა უკვე გამოკითხეს აბულაძე და ბრალდებულის სახლიდან რამდენიმე იარაღი ამოიღეს.
როგორც “მთავარს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს - 126-ე ძალადობის, 151-ე - მუქარისა და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის მუხლებით.
იხილეთ: