10 დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "მთავარს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შემთხვევა 14 მაისს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა, მანქანიდან გადმოსვლა მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო.