ტყვეების გაცვლაზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ ოკუპანტებისგან დღეს კიდევ 307 მებრძოლი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

ტყვეების გაცვლაზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ ოკუპანტებისგან დღეს კიდევ 307 მებრძოლი დაიხსნა. ფორმატის 1000-1000-ზე ფარგლებში, დღეს ტყვეთა გაცვლის მეორე ეტაპი შედგა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ბოლო ორ დღეში სამშობლოში 697 ადამიანი დააბრუნეს. ტყვეთა გაცვლის პროცესი ზელენსკის ცნობით, ხვალაც გაგრძელდება. დღეს დაბრუნებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები.

შეგახსენებთ, სტამბოლში, 17 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მხარეები ერთმანეთს 1 000 - 1,000 ტყვეს გადასცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი