გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - ინფორმაციას "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ:

"მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა. ვიდეოს უღებდნენ და პროვოცირებას სიტყვიერი შეურაცხყოფით ცდილობდნენ, შემდეგ მანქანა გააჩერა და თავს ფიზიკურად დაესხა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა, გრიგოლმა წინააღმდეგობა გაუწია და ამის მერე თავდამსხმელი გაიქცა. მსუბუქი დაზიანებები აქვს თავის არეში, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. სასწრაფო და პოლიცია ახლაც ადგილზეა" - ამბობს "მთავართან" საუბარში პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი

მოგვიანებით, თავდასხმის დეტალები თავად გეგელიამ გაიხსენა: 

"...ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა. პოლიციას გადავეცი მანქანის ნომერი და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. ის უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც გააკეთა. ეს თავდასხმა არაფერი არ არის. თავის არეში რამდენჯერმე დამარტყა, მაგრამ არაფერი არ არის, არაფერი გამოუვიდა და არაფერი არ გამოუვა. ჩვენ არ ვართ კობახიძეები, ჩამალულები 25-კაციან დაცვაში, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ. ვერანაირი მუშტი ვერ შეგვაშინებს. სასაცილოდაც არ მყოფნის "ქართული ოცნება", მისი ტიტუშკები და მისი გონება არეული მომხრეები. ვუთვლი აქედან.

...წამოვედი ამ გზით, გადმოვედი კიბით, მოვუყვებოდი აღმართს. ამ დროს ხსენებული პირი დამეწია მანქანით, ნელი სვლით, მას უკვე ჰქონდა გამზადებული მობილური ტელეფონი, რომელიც იწერდა ვიდეოს. შესაბამისად, ლოგიკურად ჩანს, რომ მას უკვე ვყავდი იდენტიფიცირებული და მიზანში ამოღებული. ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. მან მკითხა, ხომ ვარ პოლიტიკოსი, კი ბატონო, გისმენ-მეთქი... ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე. ერთი ადამიანი იმყოფებოდა. წინ ერთი იჯდა, უკან დაბურული იყო. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთზე მეტი იყო. შემდეგ სცადა ყველაფერი, რომ ესკალაცია მომხდარიყო - სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება. ის აპელირებდა იმაზე, რომ მიშა სააკაშვილს მომხრეებს ოჯახშიც კი ლანძღავს. რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს მისი საქმეა და ყველაზე დიდი მომხრე სააკაშვილს "ოცნებაში" უზის", - ამბობს გრიგოლ გეგელია TV პირველთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი