რუკა, რომელზეც საქართველოს ნაწილი სომხეთის საზღვრებშია ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს - საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის, ლორან ვოკიეს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტო მასალას, სადაც ჩანს რუკა, რომელზეც საქართველოს ნაწილი სომხეთის საზღრებშია მოქცეული.

პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ოგანიზაციის ოფისს, - წერს საგარეო.

უწყების განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო, საფრანგეთის რესპუბლიკას დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ, საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან.

საგარეოს გამოხმაურებას თან ახლავს საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლას განცხადება, რომლითაც ის რუკას ემიჯნება და აღნიშნავს, რომ ეს არ გამოხატავს ოფიციალური საფრანგეთი პოზიციას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი