გეგელიაზე დაგეგმილ ძალადობრივ აქტზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნებას" და მათ თანამზრახველებს ეკისრებათ | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"დღეს თბილისის ცენტრში, დღისით, მზისით, თავს დაესხნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას. 
ამ დაგეგმილ ძალადობრივ აქტზე სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებას" და მათ თანამზრახველებს ეკისრებათ! 
საგანგაშო ის არის, რომ ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები აქეზებენ ამგვარ ძალადობას, თესავენ ზიზღს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ამიტომ, ისინი არიან პირდაპირი პასუხისმგებლები ამ თავდასხმაზე და თავდასხმების სერიაზე, რომელიც ხორციელდება ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების და მოქალაქეების მიმართ.
ცხადია, რომ ყველა ეს თავდამსხმელი აუცილებლად იქნება იდენტიფიცირებული და ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე სამართლიანი სასამართლოს პირობებში!"

წერს  "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი