სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თურქეთში ჩავიდა. სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთსა და სირიას შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური მოვლენები.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი. ამავე ინფორმაციით, ერდოღანმა ალ-შარაას უთხრა, რომ თურქეთი აშშ-ს მხრიდან სირიისთვის სანქციების მოხსნას მიესალმება და რომ თურქეთი კვლავაც სირიის გვერდით დარჩება, როგორც აქამდე.
სირიის პრეზიდენტმა ერდოღანს სანქციების მოხსნაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.