ჟიტომირის რეგიონში, რუსების თავდასხმას 3 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჟიტომირის რეგიონში რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა - 8, 12 და 17 წლის. ერთის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს.

ასევე დაშავდა 10 ადამიანი. ყველა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მაშველების ცნობით, ბერდიჩოვის რაიონში 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა, კერძო სახლები და დამხმარე ნაგებობები.

საერთო ჯამში, გასულ ღამეს, რუსების მასშტაბურ თავდასხმას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ჟიტომირის ოლქის გარდა, დაღუპულები არიან კიევის, ნიკოლაევის და ხმელნიცკის ოლქებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი