როდესაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს მკვლელობების დასრულებისკენ, პუტინი კიდევ უფრო მეტ თავდასხმასა და ბავშვების მკვლელობას ბრძანებს | სიბიგა

გამოქვეყნდა:

"მძიმე კვირა დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქებსა და თემებში ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ და დაიღუპნენ, მათ შორის სულ მცირე სამი ბავშვი.

როდესაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს მკვლელობების დასრულებისკენ, პუტინი კიდევ უფრო მეტ დარტყმას, თავდასხმას და ბავშვების მკვლელობას ბრძანებს.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სრული, უპირობო და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის. მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რომ დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები."

წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.
ღამით უკრაინაზე ოკუპანტებმა მასშტაბური იერიშები მიიტანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი