ტყვეების გაცვლაზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ ოკუპანტებისგან დღეს კიდევ 303 მებრძოლი გაათავისუფლა.
ფორმატის 1000-1000-ზე ფარგლებში, დღეს ტყვეთა გაცვლის მესამე ეტაპი შედგა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, დღეს სამშობლოში დაბრუნდნენ ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის ჯარისკაცები.
შეგახსენებთ, სტამბოლში, 17 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მხარეები ერთმანეთს 1 000 - 1,000 ტყვეს გადასცემენ.