12 დაღუპული, მათ შორის, ბავშვები და 60-ზე მეტი დაშავებული | მასირებული რუსული თავდასხმის შედეგები უკრაინაში

გამოქვეყნდა:

12 დაღუპული და 60- ზე მეტი დაშავებულია - ასეთია ამ დროისათვის არსებული მონაცემები, უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შემდეგ. ოკუპანტებმა ღამით რამდენიმე ქალაქსა და ოლქს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რასაც მოჰყვა ხანძარი, ნგრევა და შედეგად იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც - მაგალითად, ჟიტომირის ოლქში, ერთი ოჯახიდან სამი არასრულწლოვანი. მათი მშობლები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დაზიანდა 80-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, დაფიქსირდა 27 ხანძარი. ადგილებზე ღამით დაწყებული სამაშველო ღონისძიებები ამჟამადაც მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა ღამით თითქმის 300 დრონი და 70 რაკეტა გაუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი