უკრაინამ რუსეთის სამხედრო მატარებელი გაანადგურა | ზაპოროჟიესა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტების სარკინიგზო მომარაგება შეფერხებულია

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებმა, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე,  ოკუპანტების საწვავით სავსე მატარებელი გაანადგურეს. მიზანმიმართული დარტყმა რუსების ლოჯისტიკის ობიექტზე განხორციელდა ვერხნი ტოკმაკ-მოლოჩანსკ-ფედოროვკას სარკინიგზო მონაკვეთზე, მატარებლის გადაადგილების დროს. დაზვერვის მონაცემებით, განადგურდა საწვავის სულ მცირე 3 ავზი. უკრაინის დაზვერვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქისა და ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების რკინიგზის საშუალებით მომარაგება შეფერხებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი