გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ, დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ, დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კვირა საღამოდან მოყოლებული, რუსეთმა 355 დრონი გაუშვა. წინა დღეს კი, 298 დრონი.

განადგურებულია 233 დრონი, ჩამოგდებულია 9 ფრთოსანი რაკეტა.

რუსეთმა დრონები ბრიანსკის, მილეროვოს, კურსკის, ორელის, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.

ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად უკრაინის 5 რეგიონი დაზარალდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი