დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების შეზღუდვები მოხსნეს - მედია ინფორმაციას გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია შორი რადიუსის იარაღის მიწოდებაზე. მედია აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, გერმანულ Taurus-ის რაკეტებსაც მიიღებენ.
მერცმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მიწოდების აუცილებლობას. მოსალოდნელია, რომ გერმანიას შეუძლია ამ რაკეტების 100-150 ერთეულის მიწოდება, რომლებიც ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow/SCALP-EG-ის ანალოგია - ნათქვამია ინფორმაციაში.