"სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს." - ასე აფასებს "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების განცხადებას საქართველოზე.
ემანუელ მაკრონმა, ფრიდრიხ მერცმა და დონალდ ტუსკმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, სადაც ქართველ ხალხს მიულოცეს დღევანდელი დღე, "ოცნება" კი გააკრიტიკეს.
"ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ" - ნათქვამია სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში