სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საელჩოს გახსნა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა - საგარეო

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გადაწყვეტილებას უკანონოსა და რუსეთის ზეწოლის შედეგად მიღებულს უწოდებს.

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, - წერია უწყების განცხადებაში.

საგარეო აღნიშნავს, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ საელჩო სირიაში დღეს, 6 ოქტომბერს გაიხსნა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი