გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია "მთავარს" ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა დაუდასტურა.
როგორც ადვოკატი ამბობს, ის თავადაც მიდის რუსთავში, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდეს. სხვა დეტალი ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, დღეს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.
ამავე თემაზე: