"შეიძლება რაღაცაზე მეტი ვიცოდე, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება სუს-ის ფუნქციაა... პოლოლიკაშვილის მოხსნის მიზეზი განვმარტე და არაფერთან ჰქონია შემხებლობა" | კობახიძე ბაჩიაშვილზე

გამოქვეყნდა:

"მე შეიძლება რაღაცაზე მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებზე ინფორმაციის გავრცელება არის სუს-ის ფუნქცია" - ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ზურაბ პოლოლიკაშვილს არ უკავშირდება, როგორც ამას სხვები ამბობენ და ეს ვერსია შეურაცხმყოფელია. 

"დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. მე ზოგადად, შემიძლია მადლობა გადავუხადო სუს-ს იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებელი. კიდევ ერთხელ მადლობა სუს-ს. 

მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოგაწოდონ სრული ინფორმაცია. 

მე შეიძლება რაღაცაზე მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებზე ინფორმაციის გავრცელება არის სუს-ის ფუნქცია, ამიტომ ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული სწორი სამსახურისკენ... ვერცერთ დეტალზე მე ვერ გაგცემთ პასუხს შეიძლება რაღაც ვიცოდე, რაღაც არ ვიცოდე....

ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება [პოლოლიკაშვილთან დაკავშირებული ვერსია], თუმცა ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვს როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება ზურა პოლოლიკაშვილს მე განვმარტე რა იყო მისი მოხსნის მიზეზი და არაფერთან არ ჰქონია სხვა რამესთან შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს," - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი კი სოციალურ ქსელში წერს - "ბაჩიაშვილი გაცვალეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში. ემირატებმა ჩაიყვანეს ბაქოში, აზერბაიჯანმა კი დასვა "მწვანე ზოლში" - მუხთარლი ოღონდ უკუღმა".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი