ფეისბუქის ტროლ-გვერდები ISFD-ის კვლევაში - for.ge-მ 2013-2020 წლებში ათეულობით გამარტივებული შესყიდვა მიიღო

გამოქვეყნდა:

რამდენიმე ფეისბუქ-გვერდი, რომლებიც ოპოზიციის შავ პიარზე მუშაობენ - "სამართლიანი არჩევნების" დასკვნის მიხედვით, ეს გვერდებია „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“.

დასკვნის მიხედვით, ამ გვერდების უკან, ასევე დგას გამოცემა "ფორ.ჯი", რომელსაც 2013-2020 წლებში ათეულობით გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერისთვის ფინანსდება.

"მთავარი" იმყოფებოდა მისამართზე, სადაც "ფორ,ჯი" არის რეგისტრირებული და ის აღმოჩნდა გამოცემის რედაქტორის, გიორგი იაკობაშვილის სახლი, თუმცა, მან კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო გამოცემის კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა, როზეტა ჯღამაიამ, სატელეფონო კომენტარის დროს აღნიშნა, რომ მას არ სცალია და შესაბამისად, ჟურნალისტის კითხვებს ვერ უპასუხებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი