ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ აქტივისტი, უჩა ქემაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავეს.
"1. პარტიული სიმბოლიკიანი ნაჭრის დაწვა კანონდარღვევა არ არის; 2. ალუჩის დარიგებაც კანონდარღვევა არ არის! იფიქრეს, იფიქრეს, როგორ დაეკავებინათ უჩა — ეძებდნენ შურისძიების გზას პატრიოტ კაცზე და მოიფიქრეს... სახლთან დახვდა ათეულობით პოლიციელი, წაართვეს ტელეფონი, აიძულეს ბლოკის მოხსნა, რათა ენახათ ტელეფონში არსებული პირადი მიმოწერა და ინფორმაცია. ამის შემდეგ კი დააკავეს — თითქოს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია... უკანონობა! უკანონობა! უკანონობა!", - წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ უჩა ქემაშვილი გუშინ საღამოს, აქციიდან წამოსვლის შემდეგ დააკავეს.