აღმოსავლეთ ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, შედეგად ახლომდებარე ფანჯრები დაზიანდა. 

სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ის ინფორმაციით, აფეთქება შანდონგის პროვინციის ქალაქ გაომში, შანდონგის ქარხანაში, ადგილობრივი დროით შუადღისთვის მოხდა, ამჟამად ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ადგილობრივმა სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა ადგილზე 55 მანქანა და 232 თანამშრომელი გაგზავნა, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი და სამაშველო ძალები.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია აფეთქების მიზეზიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი