"ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდგომი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნები დღეს უნდა იყოს ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილების. მესმის, რომ ბევრი მაგრამ არის, მაგრამ მიუხედავად ამ ყველა მაგრამის, ჩვენ არჩევნების გარდა, სხვა გზას ხელისუფლების ცვლილების ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ერთდროულად საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას, ჩემი პოზიცია არის შემდეგი - საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში არის აუცილებელი, მე ვისურვებდი, რომ ჩატარდეს უფრო ადრე. მე უბრალოდ გამოვლილი მაქვს ეს არჩევნები და ვიცი რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, ეს არის რთული გამოწვევა"
ამბობს "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.