ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც, სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და შემდგომ იძულებული გახდა, ეძალადა მოქალაქეებზე | გახარია "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

„დღეს, მაშინ როდესაც სამყარო იცვლება, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმის მაგივრად, რომ გაამრავლოს ქვეყნის მეგობრები, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება, რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება ეფექტური და ვერც ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობას დაჰპირდეს ადამიანებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც, მაგალითად, ღირსების და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდგომ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ეს უნდოდა და სიამოვნებდა, მაგრამ იძულებული გახდა ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს".

თქვა გიორგი გახარიამ მისი პარტიის - "საქართველოსთვის" ყრილობაზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი