„როსავიაციამ“ კალუგის აეროპორტის დახურვის შესახებ განაცხადა. რუსული მონიტორინგისა და საინფორმაციო არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კურსკისა და ბრიანსკის სასაზღვრო რეგიონების, ასევე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინული დრონები დაფრინავენ. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მიერ დრონების განადგურების, ან სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ.