რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დასრულების პირობები მოიცავს დასავლელი ლიდერების მიერ წერილობითი ვალდებულების აღებას, შეწყვიტონ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება და მოხსნან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი - ინფორმაციას Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პუტინი მზადაა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.
როგორც გამოცემა წერს, სამი რუსული წყაროს თქმით, პუტინი დასავლეთის მთავარი ძალებისგან წერილობით ვალდებულებას ითხოვს, რომ არ გააფართოონ ნატო აღმოსავლეთით - ანუ გამორიცხონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ალიანსში გაწევრიანება. სააგენტო წერს, რომ რუსეთს ასევე სურს, უკრაინის ნეიტრალიტეტი და დასავლური სანქციების ნაწილის მოხსნა.