რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე ითხოვს, ეთნიკურ ქართველებს ავტომატურად მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა. ცეცხლაძე ულტიმატუმსაც აყენებს:

„სანამ საქართველოს სახელმწიფო, მთავრობა და პოლიტიკური სპექტრი არ გამოიჩენს ინტერესს ეთნიკური ქართველების დაბრუნებისა და ინტეგრაციის მიმართ, ჩვენ შევწყვეტთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, გააუქმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. გარდა ამისა, ამბობს, რომ შესაბამისი მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავენ რუსეთში ქართული ინტერესების სექციის ხელმძღვანელს, მამუკა მერკვილაძეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი