აშშ-ის ელჩმა კობახიძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა | ივანიშვილი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩმა "ოცნების" პრემიერთან შეხვედრაზე უარი თქვა - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ხდება ცნობილი. ივანიშვილმა წერილობით განმარტა, რატომ არ შეხვდა რობინ დანიგანს. ის წერს, რომ დიპლომატს კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო:

"...აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას." წერს ივანიშვილი.

ივანიშვილის წერილი სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი