კობახიძემ შსს-ს თანამშრომლებს დღეს გელა გელაძე წარუდგინა, რომელიც ვახტანგ გომელაურს შეცვლის. "ოცნების" პრემიერმა გომელაურს მადლობა გადაუხადა განვლილი წლების საქმიანობისთვის და მის დამსახურებებზე ილაპარაკა. ასევე თქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში", პირობა მიიღეს, ის ისევ დაუბრუნდება "სახელმწიფოს სამსახურს":
"შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფოს სამსახურს და კვლავაც ჩადგება წინა ხაზზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში" - თქვა კობახიძემ.
კომენტარი გააკეთა გომელაურმაც და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში "ურთულესი მოვლენები განვითარდა" -
"ესეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი" - თქვა გომელაურმა, რომელმაც თანამდებობა დღეს დილით დატოვა.