"უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება" | მერცი

გამოქვეყნდა:

„ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა დავასუსტოთ კრემლის სამხედრო მანქანა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს საკუთარი შორი დისტანციის მოქმედების იარაღის შემუშავებაში - "უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება"- თქვა მერცმა.

კანცლერმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმები - „ეს არის სახეში სილის გაწვნა მათთვის, ვინც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის იბრძვის. ამიტომ, ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა შესუსტდეს მოსკოვის სამხედრო მანქანა და გზა გაეხსნას მოლაპარაკებებს“ - აღნიშნა კანცლერმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი