58 გარდაცვლილი არის მიზერი - ცერცვაძე მომატებულ სიკვდილიანობაზე

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ "58 გარდაცვლილი არის მიზერი".

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს.

რაც შეეხება მწვანე ზონას, თენგიზ ცერცვაძე ვერ აკონკრეტებს, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ზონის სტატუსს. მისი თქმით, ეს ეპიდემილოგების თემაა - მწვანე ზონა დამოკიდებულია არა მთლიანად რაოდენობაზე, არამედ ბოლო პერიოდის რაოდენობაზე - ამბობს ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ინფექციის შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეზღუდვების მოხსნამ, ზაფხულში მობილობამ და თავყრილობებმა გამოიწვია:

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში გარდაცვალება 06%-ია, რაც უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალებას... 4 გარდაცვლილი დღეში ოჯახისთვის ცხადია ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, 572 ახალი ავადმყოფზე ეყოლებოდათ სულ ცოტა 30-40 გარდაცვლილი - ამბობს ცერცვაძე

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართვლეოში კორონავირუსით სულ 58 ადამიანია გარდაცვლილი.  ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 9 245 -ია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი