გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბერლინი კიევს დამატებით 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს. სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ სამხედრო დახმარება დაფინანსდება გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის დედაქალაქში ჩავიდა. მან მოლაპარაკებები გამართა კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, რის შემდეგაც მერცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინი კიევს დაეხმარება შორი მოქმედების იარაღის შემუშავებაში.
ზელენსკი ასევე შეხვდა მაღალჩინოსნებს ბერლინში.