"ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა ერთი ვახშმისათვის" | გიორგი გურული

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი გურული სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმის მერიამ ერთი ვახშმისთვის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა. 

"ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა ერთი ვახშმისათვის — იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ბავშვები ჯართს აგროვებენ, რათა ლუკმაპური იშოვონ; 

იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ისე ვერ გაივლი 100 მეტრს, შეჭირვებული ადამიანი რომ არ შეგხვდეს, რომელიც მოწყალებას ითხოვს; 

იმ ქალაქის მერიამ, სადაც უამრავი კორპუსი დანგრევის პირასაა. 

სირცხვილია!!!" - წერს გიორგი გურული.

 

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, კულტურის ცენტრმა საგადასახადო მოთხოვნის დოკუმენტი, შესყიდვების პორტალზე, მხოლოდ 28 მაისს ატვირთა. ამ დოკუმენტის მიხედვით "ბათუმობა 2025" -ის ფარგლებში სარესტორნო მომსახურებაში 70 241 ლარია გადახდილი სააქციო საზოგადოება "ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის" წარმომადგენლობაზე საქართველოში. ამავე კომპანიისთვის დამატებით ასევე ცალკეა გადახდილი 20 143 ლარი – "ბათუმობა 2025"-ის ფარგლებში სასტუმროს მომსახურებაში.

ამ ხარჯების გათვალისწინებით ქალაქის ბიუჯეტიდან "ბათუმობა 2025"-სთვის ჯამში 313 000 ლარი დაიხარჯა. აქედან:

  • 114 ათასი ლარი – ღონისძიების ორგანიზებაზე;
  • 109 ათასი ლარი – მომღერლების ჰონორარებში;
  • 70 ათასი ლარი – რესტორანში;
  • 20 ათასი ლარი – სასტუმროს ნომრებში.

გამოცემა წერს, რომ უცნობია რამდენი პირისთვის დაიქირავეს სასტუმროს ნომრები და ასევე, რამდენი პირი იყო მიწვეული რესტორანში გამართულ ვახშამზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი