Reuters: თეთრი სახლის მრჩევლები ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი და თეთრი სახლის მრჩევლები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, ტრამპი კვლავ იმედოვნებს რუსეთთან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებას. ის სანქციებს მოსკოვთან დაძაბულობის ესკალაციად მიიჩნევს, რამაც შეიძლება სამწლიანი კონფლიქტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მცდელობას ხელი შეუშალოს. 

თუმცა, მისი თანაშემწეების თქმით, პუტინის მიმართ იმედგაცრუება გულწრფელია და სულ უფრო მწვავდება. მათი თქმით, ის სანქციებს სერიოზულად განიხილავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა.

"ის ზეწოლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ესეც არ არის გამონაკლისი. ის ყოველთვის აწონ-დაწონის თავის ვარიანტებს," - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა. 

ასევე გამოცემის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას სჯერა, რომ მეორადი სანქციები (სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთს, არამედ რუსეთთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ქვეყნებს შეეხებათ) ეფექტურია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი