ნიკა მელია დააკავეს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა. 

"რაც ჩემთვის ცნობილია, მიდიოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდით დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან არის დაკავშირებული. მას, არცერთ საქმეში, აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული, ჩვენთვის უცნობია, ფაქტობრივად, მოიტაცე" - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა "tv პირველთან". 

"მთავარი" დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

ცნობისთვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ 30 მაისს 14:00 საათზეა ჩანიშნული. მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აპირებს. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას - გირაოს პატიმრობით შეუცვლის. იგივე ბრალდებით დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი