"ნიკა მელიას დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი" | "წინააღმდეგობის პლატფორმა"

გამოქვეყნდა:

"წინააღმდეგობის პლატფორმა" "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "მისი დაკავების დეტალები რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტია". 

"ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.

როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.

ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში.

სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი