"რაციით შესძახეს, "ობიექტი ადგილზეა", მოვიდა კრიმინალური პოლიციის 10 მანქანა, ერთი სამარშრუტო ტაქსი და ფეხოსნები გამოვიდნენ იმ ტყიდან, სადაც ჩაუსაფრდნენ" | ნიკა გვარამია ნიკა მელიას დაკავების დეტალებზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ნიკა მელიას დაკავების დეტალებზე "მთავარის" ეთერში ისაუბრა. 

"არ დააკავეს. მას ჩასაფრება მოუწყვეს და გაიტაცეს, ამას ეს ჰქვია, შესაბამისად ჩასაფრება და გატაცება ადამიანის სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჩაჯდება. ვინც არ უნდა ახორციელებდეს ამას, მათ შორის სახელმწიფო ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც ისჯებიან და ისჯებიან აუცილებლად. 

რაც შეეხება ნიკას, არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამისთვის არ არსებობდა. მიადგა მის უკან მომავალ მანქანას ერთი პატრულის მანქანა, უთხრეს, რომ შუშის დაბურვისთვის უნდა დაგაჯარიმოთ, მერე მივიდნენ, უბრალოდ დაინახეს, რომ ნიკა მანქანაში იყო, რაციით შესძახეს, რომ ობიექტი ადგილზეა და უკვე მოვიდა ათი მანქანა კრიმინალური პოლიციის, ერთი სამარშრუტო ტაქსი და ფეხოსნები გამოვიდნენ იმ ტყიდან, სადაც ჩაუსაფრდნენ რეალურად. 

ახლა შსს ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს. როგორ ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფა? ჯერ დასდევენ ადამიანებს, რომ მანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ?.. თავისთავად ცხადია [მთელი დღე უთვალთვალებდნენ]. შიშია [მიზეზი]. მელიასთან დაკავშირებით ეს რეჟიმი ბევრჯერ აცურდა და ახლა კიდევ ერთხელ. სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ, ეს ფაქტია. ახალი მწვერვალი აიღეს, წინსწრებით დააპატიმრეს ადამიანი. სისტემები ასეთი რყევებით და გატაცებებით სისტემები დიდი ხანი ვერ ინარჩუნებენ თავს. ნიკა მელიას ამ ფორმით და ამ მიზეზით გატაცება ნამდვილად იქნება მათთვის საზღაურის მომტანი," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, ნიკა მელია დღეს, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი