"ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ "ოცნების" რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით" | "სტრატეგია აღმაშენებელი"

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

"ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით. ეს არის სისუსტის ნიშანი.

პირველად დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე, შემდეგ - ნიკა მელია, სხვა ლიდერებზე აღძრულია საქმეები - ეს არის გათვლილი კამპანია რეპრესიებით ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.

ივანიშვილმა კიდევ ერთი უკანონობა და დანაშაული დაამატა საკუთარ სიას. ის პირადად არის პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ უკანონობასა და ძალადობაზე.

საკუთარ ხალხთან ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული სტრატეგია.

ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას და ამ ვითარებაში საჭიროა ერთიანობა.

ვერანაირი დაკავებები, გატაცებები და სხვა სახის ძალადობა ვერ შეაჩერებს ჩვენს მისწრაფებას თავისუფლებისა და საქართველოს დაცული მომავლისკენ," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი