სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.
"წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით დღეს მე შევხვდი სენატორ დეინსს... ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას მხოლოდ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სენატორი დეინსი საქართველოში დღეს ჩამოვიდა - აშშ-ის საელჩომ დაწერა, რომ ის ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების გაჟღერებას გეგმავს.