პოლიციელ მირიან ქავთარაძის "შეურაცხყოფის" ფაქტზე, თორნიკე სხვიტარიძეს 5- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ანი ქავთარაძეს კი 5 000 -ლარიანი ჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
ცნობისთვის, მირიან ქავთარაძეს ცრუ მოწმეობაში ამხელენ, მას პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის პროცესიდან გამოსვლის შემდეგ, გვარის შემარცხვენელი ეძახეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის, საბა სხვიტარიძის ძმის ადმინისტრაციული სამართალდევნა.