"სენატორმა მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან" | სენატორი დეინსი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის დეტალებს სენატორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სენატორი დეინსი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმა, რათა განეხილა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით," - წერს სენატორი.

მანამდე, აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატორი დეინსი საქართველოში ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების გაჟღერებას გეგმავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი