მელიას დაკავების პარალელურად პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების პარალელურად პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ, დღეს, ბრიფინგზე პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა განაცხადა. 

"ჩვენ გაცხადებული გვაქვს დიდი ხანია და ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. ვემზადებით ასევე თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ბოიკოტს არ ვაცხადებთ, არ ვუცხადებთ ბოიკოტს კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებს, თუმცა დღის წესრიგში, უპირველეს მოთხოვნად, რჩება პოლიტპატიმრების გამოშვება და ხელახალი არჩევნები. 

სანამ საქართველო არ დაბრუნდება დემოკრატიულ ფარგლებში ჩვენი მოთხოვნები რა თქმა უნდა, არ შეიცვლება, თუმცა ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის," - განაცხადა ვიკა ფილფანმა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი